საზოგადოება
პარიზის გარეუბანში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა
2015-11-18 11:09:37
ჩამოტვირთვა
პარიზის სან-დენის გარეუბანში, სადაც ამ წუთებში ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდება, სროლა განახლდა. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება. ისმის აფეთქებების ხმაც. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი, დაჭრილია სულ მცირე ერთი სამართალდამცველი.
"ბიბისის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ სან-დენისთან მიმავალი ყველა გზა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია სამი დიდი სამხედრო მანქანა ჯარისკაცებით. პოლიციამ სან-დენის მცხოვრებლებს ქუჩაში გასვლა აუკრძალა.
როგორც "ფრანს 24" პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რეიდი შესაძლოა, პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორის, აბდელჰამის აბაუდის წინააღმდეგ იყოს მიმართული.
კომენტარები