1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ახალგაზრდა დონორი, 26 საათიანი სახის ტრანსპლანტაციის ოპერაცია და პაციენტის გადარჩენის მცირე შანსი

ჩამოტვირთვა

41 წლის პიტ ჰარისონი ყოფილი მეხანძრეა. მას სამსახურეობრივი მოვალეობის დროს სახის კანი მთლიანად დაეწვა. შემთხვევა მისისიპიში, 2001 წლის 5 სექტემბერს მოხდა. მას შემდეგ, მისი სახის საკუთარ შვილებსაც კი ეშინოდათ. თუმცა, 3 თვის წინ  ჰარისონს ექიმებმა გაუკეთეს  მსოფლიოში ყველაზე საშიში სახის ტრანსპლანტაცია. 26 საათიანი სახის გადანერგვას დოქტორი ედუარდო როდრიგესი ხელმძღვანელობდა.  ახლა  ის 26 წლის დევიდ როდებაუის სახეს ატარებს, რომელიც აგვისტოში მოტორბოლაში  დაიღუპა. როგორც ნიუ-იორკის "NYU Langone"-ის სამედიცინო ცენტრის  ექიმები ყვებიან ოპერიციის გაკეთება ძალიან სარისკო იყო, პაციენტის გადარჩენის შანსი 50/50-ზე იყო. ამის მიუხედავად ჰარისონმა უკან არ დაიხია და ოპერაცია მაინც გაიკეთა. ექიმების დახმარებით შესაძლოა მას მხედველობაც სრულად აღუდგეს.

წყარო:dailymail.co.uk

კომენტარები

მსგავსი სიახლეები