საზოგადოება
ეგვიპტეში რუსული ლაინერის ჩამოვარდნას მოსკოვმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიცა
2015-11-17 14:44:04
ჩამოტვირთვა
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ეგვიპტეში რუსული ლაინერის A321-ის კატასტროფას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.
განცხადება ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა.
"ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტერორისტული აქტია", - აღნიშნა ბორტნიკოვმა და დასძინა, რომ ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ექსპერტიზა იძლევა, რომელმაც თვითმფრინავის ელემენტებსა და პირად ნივთებზე ასაფეთქებელი საშუალების კვალი აღმოაჩინა.
რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 სინაის ნახევარკუნძულზე, პროვინცია ჩრდილო სინაის მთიან რაიონში, ქალაქ ელ-არიშის სიახლოვეს 31 ოქტომბერს ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 25 ბავშვი.
კომენტარები