1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მინდა საქართველო ვასახელო! - დიანა ჯაშიაშვილი

დიანა ჯიშიაშვილის ლექსიკონში სიტყვა „არ შემიძლია“ - არ არსებობს. 11 წლის წინ მისი ჩვეული ცხოვრება დასრულდა. მან მიიღო ხერხემლის ტრავმა, რომელიც, ექიმების თქმით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო... 18 წელი რეანიმაციაში შეუსრულდა. იყო სრულიად პარალიზებული და გადარჩენის შანსები თითქმის არ ჰქონდა. მაგრამ დიანამ გადაწყვიტა, რომ იცოცხლებს! გადაიტანა ურთულესი ოპერაცია, რეაბილიტაციის უმძიმესი პროცედურები. მკურნალობის საფასური რომ გადაეხადათ, მის ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ყველაფრის გაყიდვა მოუხდა, დანა-ჩანგლისაც კი.  მაგრამ ეს თანხაც არ აღმოჩნდა საკმარისი. უსახსრობის გამო, დიანას ვერ ჩაუტარდა საჭირო მკურნალობა და ამის გამო ძვლებზე და სახსრებზე სერიოზული პრობლემები დაეწყო.

მიუხედავად ამისა, ღვთის წყალობით და უსაზღვრო ნებისყოფის დახმარებით დიანამ შეძლო, დაეწყო ახალი ცხოვრება. ამას 5 წელი დასჭირდა...ხუთწლიანი ბრძოლა საკუთარ თავთან! დიანამ გაიმარჯვა! ეტლზე ისწავლა ჯდომა. შემდეგ განათლება მიიღო - ის კომპიუტერული ქსელების სისტემების ადმინისტრატორია. დიანა მშვენივრად წერს, აქვს ბლოგი და აქვეყნებს სტატიებს ჟურნალში „განსხვავებული“.

თავისი შესაძლებლობების რეალიზება ბოლომდე რომ მოახდინა, დიანამ  ფარიკაობაში დაიწყო ვარჯიში. მოკლე დროში დიდ წარმატებასაც მიაღწია. როდესაც ხელში ცივი იარაღი უჭირავს, ის ყოვლისშემძლე ხდება. 2 თვის წინ მონაწილეობა მიიღო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც უნგრეთში, ქალაქ ეგერში გაიმართა და ბრინჯაო მოიპოვა! ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ შედეგებს დიანამ უმოძრაო ხელის მტევნით მიაღწია. შეჯიბრის დროს, საბრძოლო იარაღს - რაპირას, ხმალს ან დაშნას მჭიდროდ უმაგრებენ ხელზე ელასრიური ბინტით.

ახლა დიანა ინტენსიურად ვარჯიშობს და ემზადება ახალი შეჯიბრისთვის... მისი მიზანია საქართველო ასახელოს და სამშობლოში ოქროს მედალი ჩამოიტანოს!

 „ერთი სარეაბილიტაციო კურსისთვის მაინც თუ შევძლებ თანხის შეგროვებას, ხელი რომ აღვიდგინო და იარაღი სრულფასოვნად დავიჭირო, მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად გავიმარჯვებ. მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ ჩვენს ქვეყანაში ძლიერი და შეუპოვარი ხალხი ცხოვრობს!“ - ამბობს დიანა. ბევრჯერ მიუმართავს სხვადასხვა ორგანიზაციისთვის, მაგრამ რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა ვერ შეაგროვა.  საჭირო მკურნალობის ჩატარება კიევშია შესაძლებელი. „უკრაინაში საგრძნობლად იაფია, ვიდრე ევროპაში, და ხალხიც უფრო ახლობელია - ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია“

დიანა ძალიან ენერგიულია, უსმენს როკ-მუსიკას, ოცნებობს, მოხვედეს „სეპულტურას“ კონცერტზე, რომელიც თბილისში, 27 ნოემბერს გაიმართება. მაგრამ ბილეთის ყიდვა არ შუძლია. პენსია, რომელსაც ის იღებს, საჭმლის საყიდლადაც ძლივს ჰყოფნის. სხვა შემოსავალი არ აქვს, მატერიალურ დახმარებას არავინ უწევს.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას დიანას რეაბილიტაციისთვის თანხის შესაგროვებლად. ძალიან გთხოვთ ყველა ადამიანს, ვისაც დახმარების გაწევა შეგიძლიათ გამოიჩინოთ გულისხმიერება, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი თანადგომა არა მხოლოდ ერთ ადამიანს დაეხმარება, არამედ საქართველოსაც მოუტანს შედეგს.

თუ გაქვთ საშუალება დახმარება აღმოუჩინოთ ამ მშვენიერ, ძლიერ, ენერგიულ გოგონას, თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ფონდის ანგარიშზე:  GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: დიანა ჯიშიაშვილი), ან საიტიდან: https://fsp.ge/ge/donate/106/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...