1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გვარამია რუსთავი 2-თან დამონტაჟებული ვიდეოკამერების შესახებ განმარტებებს ითხოვს

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამიამ არხის ტერიტორიაზე შეკრებილ მხარდამჭერებს გულშემატკივრობისა და რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. 

ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის კოლექტივის სახელით ხელისუფლებას, კერძოდ კი შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხეოების სამსახურს მიმართა.

"სამწუხაროდ, აქამდე ჩვენთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის რუსთავი 2-ის ირგვლივ დამონტაჟებული ამდენი სათვალთავლო კამერა, გარდა ზოგადი განცხადებისა, რომ ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროებაა," - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 

http://rustavi2.com/ka/news/30036

კომენტარები

მსგავსი სიახლეები