საზოგადოება
13 სათვალთვალო კამერის მონტაჟი რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე განახლდა
2015-10-26 13:36:12
ჩამოტვირთვა
რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის შენობასთან შს სამინისტროს თანამშრომლები გამოჩდნენ. მათ სპეციალური ტექნიკის საშუალებით განაახლეს სათვალთვალო კამერების მონტაჟი. რამდენიმე კამერა მათ როგორც რუსთავი 2-ის შენობასთან ასევე TV-საქართველოს შენობასთან გუშინ გაამონტაჟეს.
როგორც შს სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა პერიმეტრზე სულ 13 სათვალთვალო კამერა დამონტაჟდება და მთელი პერიმეტრი 24 საათის განმავლობაში გაკონტროლდება.
სამაუწყებლო კომპანიის შენობის შესასვლელთან კი კვლავ იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
კომენტარები