1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სკანდალური მასალა - ე.წ. ციხის კადრების აქამდე უცნობი დეტალები

2012 წელს მედიასაშუალებებმა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების მხოლოდ ნაწილი აჩვენეს. ეს გადაცემა განსხვავებული აქცენტების მიერ მოპოვებული დაკითხვის ოქმიდან ჩანს, სადაც ირმა ინაშვილი გამომძებლის კითხვაზე-"რატომ არ გაუშვეს სრული ვიდეომასალა" პასუხობს: 

"ჩვენ ამოვკრიბეთ ის მასალები, სადაც წამებას და სადიზმს ჰქონდა ადგილი დანარჩენი მასალა, სადაც არის დიალოგები და სხვა კადრები, ჩავთვალეთ, რომ არ იყო საინტერესო,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა დაკითხვაზე. 

რეალურად კი კადრები, რომელიც ეთერში მაშინ არ მოხვდა ლადო ბედუკაძის მხრიდან პატიმრებზე ზეწოლასა და სექსუალური ძალადობის განხორციელებას ასახავს. 

რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ისმის ხმები, როგორ დასცინის ბედუკაძე პატიმრებს, როგორ ითხოვს, ის ხელკეტს. ასევე ვიდეოფირში გამომძიებელთან საუბრისას ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ მან იცის, რომ ბედუკაძემ ერთ-ერთი პატიმარი გააუპატიურა. 

ინტერნეტ გამოცემა ITV-სთან საუბრის დროს კი ერთი პირი ამბობს, რომ ბედუკაძე ერთ-ერთი "ჯალათი" იყო რომელმაც ბევრი ადამიანი გააუპატიურა და გაიქცა. 

ბედუკაძე წლების წინ ამბობდა, რომ მას არ უძალადია პატიმრებზე და თუ დადგინდებოდა მისი კავშირი ამ საქმესთან მზად იყო ეგო პასუხი მომხდარზე, თუმცა ბედუკაძე არ დაუპატიმრებიათ. 

ვიდეოკადრები იხილეთ ლინკზე: http://rustavi2.com/ka/news/29985

პატიმრის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ე.წ. ცოცხების კადრები დადგმული იყო -http://rustavi2.com/ka/news/29987

კომენტარები

მსგავსი სიახლეები