1 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სააკაშვილი: არავის ვურჩევ რუსთავი 2-ზე შეხებას

რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერებს მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის თქმით მიმდინარე პროცესები ქვეყნის იმიჯს შელახავს. 

„საქართველოს მძიმე დღეები უდგას, ცდილობენ შეგვათრიონ იმ ჭაობში, საიდანაც ამოვძვერით, მაგრამ ვერანაირი მანიაკალური არსებები, ვერანაირი მცდელობა საქართველოს ჭორვილიზაციის ვერ შეძლებს ჩაკლას ჩვენში თავისუფლებისა და თავისუფალი სიტყვის სიყვარული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ამ დაბრკოლებას გადავლახავთ. რუსთავი 2 მუდმივად იქნება თავისუფალი. ვერავინ შეძლებს ჩვენი ქვეყნის გაბანძებას, როგორც ეს მტერს სურს. უნდა გვახსოვდეს, რომ სიცრუის და სიცრუეზე მოსული ძალები, ბოროტებასა და სიძულვილზე დაფუძნებული ძალები - თავისი არსით არიან ძალიან სუსტები და ამიტომ არ ღირს მათი შიში," - ამბობს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მისი მმართველობის პერიოდს იხსენებს და ხელისუფლებას ურჩევს მოიქცეს ისევე, როგორც ის მოიქცა 2007-ში და ხალხს მისცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

"ყველანაირი მცდელობა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის არის განწირული. თავის დროზე ჩემი პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი ტელეარხი, რომელიც რუს ოლიგარქს ეკუთვნოდა, დაიხურა დროებით, რამდენიმე დღით. მაშინ მე გადავდექი. თუ ასეთ რაღაცაზე მიდიხარ მაშინ უნდა იცოდე, რომ ამას აქვს ძალიან დიდი შედეგები ხელისუფლებისთვის პირველ რიგში. ამიტომ არავის ვურჩევ რუსთავი 2-ზეშეხებას, რადგან ეს არის სიმბოლო საქართველოში თავისუფალი სიტყვის, ეს არის სიმბოლო ქართული სახელმწიფოებრიობის. ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ გამარჯვება დარჩება თავისუფლებისა და საქართველოს მხარეს,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ვიდეოკადრებიhttp://rustavi2.com/ka/news/29858

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...