1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,აშკარად ჩანს მისი მხრიდან ზეწოლა მოსამართლის მიმართ"-კალაძე მარგველაშვილის განცხადებზე

ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ დღეს პრეზიდენტისგან მოითხოვა განმარტებები იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავდა მისი განცხადება, რომ მოსამართლე ურთმელიძემ არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება. 

"აშკარად ჩანს მისი მხრიდან ჩარევა, ზეწოლა მოსამართლის მიმართ. რადგან, ის მოუწოდებს მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. რას ნიშნავს, ეს ჩემთვის გაუგებარია და მე მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს განმარტებები გააკეთოს ამასთან დაკავშირებით.  

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, აშკარად იკვეთება, რომ ეს არის დავა ქიბარ ხალვაშს და ნაციონალურ მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილს შორის," - განაცხადა კახა კალაძემ.  


ვიდეოკადრები იხილეთ ლინკზე: http://rustavi2.com/ka/news/29692

კომენტარები

მსგავსი სიახლეები