მსოფლიო
განათლების მიღება ყველა ბავშის უფლებაა!
2015-10-06 15:26:19
საქართველოში სასწავლო წელი უკვე დიდი ხანია დაიწყო. სკოლისთვის ბავშვის მომზადებას ნებისმიერიმშობელი თავის მოვალეობად თვლის და პატარისთვის ახალი ტანისამოსის ყიდვა და საუკეთესო სასკოლო ნივთებისშერჩევა, დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
მაგრამ, სამწუხაროდ ბევრ ბავშვს სკოლაში წასვლის სიხარული არასოდეს გამოუცდია. მათთვის არავინყიდულობს ახალ ტანსაცმელს ან ჩანთას, არავინ ეკითხება, როგორი ფანქრები და რვეულები ურჩევნიათ.
უბრალოდ „დიდებს“, რომლებიც მათ გვერდით არიან, არ აქვთ ასეთი „ფუფუნების“ შესაძლებლობა. დიდები,რომლებიც გვერდით არიან ზოგჯერ ვერ აპურებენ თავიანთ შვილებს, ორს და სამს კი არა - შვიდს, რვას, ცხრას...ზოგჯერ მეტსაც.
მშობლებმა მათ სიცოცხლე „აჩუქეს“ და სამწუხაროდ, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფენ. ბევრი გამოჩენილი დაგამორჩეული ადამიანი დაიბადა მრავალშვილიან უმწეო ოჯახში. ისინი გაიზარდნენ და დაამტკიცეს, რომ ტყუილად არმოევლინენ სამყაროს, რომ მათი დაბადება უფლის ნება იყო. ამიტომ, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო, უარსვამბობთ დავეხმაროთ ბავშვებს, ჩვენ შეიძლება არ ვაძლევთ შესაძლებლობას პატარა გენიოსს, რომ გაიზარდოს დაშეცვალოს საქართველო, ან მთელი სამყარო.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ზრუნავს 10 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახზე, რომელშიც 7 დამეტი ბავშვია. ბავშვები იღებენ ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით, ასევე საკვებს და საჭირო ჰიგიენურ საშუალებას. ფონდის მიზანია, ქველმოქმედებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. ერთიანი ძალებით შესაძლებელი იქნება მეტი გაჭირვებული ბავშვის გადარჩენა. ვისაც გაქვთ დახმარების შესაძლებლობა და სურვილი, არდარჩეთ გულგრილი, თქვენმა ნებისმიერი სახის დახმარებამ, შესაძლოა ბავშვის მომავალი შეცვალოს!
თქვენ შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა, სწავლისთვის საჭირო ნივთებს და ტანსაცმლის შესაძენად ან მოგვაწოდოთსაბავშვო ტანსაცმელი, სასკოლო ჩანთები, რვეულები, ფანქრები და ნებისმიერი რამ, რაც ბავშვებს სწავლის პროცესშიგამოადგებათ.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ ბავშვებს მატერიალური დახმარება აღმოუჩინოთ, ამ სტატიის გაზიარებისთვისაც ძალიანმადლობლები ვიქნებით. იცოდეთ, რომ თქვენი ნებისმიერი მოქმედება უკეთესობისკენ შეცვლის ვიღაცის ცხოვრებას!
მშობლების შესაძლებლობების მიუხედავად, ბავშვებს უნდა შეეძლოთ სწავლა, რომ დამოუკიდებლად შეძლონ თავი დააღწიონ იმ სიღარიბეს და გაჭირვებას, რომელშიც უხდებათ ცხოვრება. მათ უნდა ისწავლონ და ნახონ, რომ სიღარიბის გარდა არსებობს სხვა ცხოვრება, უფრო ლამაზი და უზრუნველი, მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ, განვითარდნენ და ქვეყნისათვის სასარგებლო ადამიანად ჩამოყალიბდნენ.
ბავშვების დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003
ან ფონდის საიტის მეშვეობით: http://goo.gl/LkUFqD
სასკოლო ნივთების და ტანსაცმლის მოწოდება შეგიძლიათ ფონდის ოფისში მისამართზე: თბილისი, ვაზისუბნის ქ. 88ა
კომენტარები