საზოგადოება
13 ივნისს, სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი ნაპოვნია
2015-09-30 16:32:30
ჩამოტვირთვა
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოვნია 13 ივნისს, სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი. ინფორმაციას ავრცელებენ ახლობლები.
ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით ფაქტი არ დაუდასტურებიათ. ცხედარი ჯერ სახლში მიასვენეს, შემდეგ კი ექსპერტიზისთვის - პროზექტურაში .
ოჯახის ვერსიით, დაღუპულს მტკვარში, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით მიაგნეს, მას შემდეგ რაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო.
ელიზბარ ბაღაშვილი მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე საათის ჩამოსული იყო, ის მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ სახლში ტაქსით ბრუნდებოდა, მას ოჯახი და შესაბამისი სამსახურები უკვე 3 თვეა უშედეგოდ ეძებდნენ
კომენტარები