1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ზვიად სიჭინავას სკანდალური ვიდეო: ამაყი ვარ, რომ სოხუმი აფხაზეთის დედაქალაქია

ჩამოტვირთვა

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო,  რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აფხაზეთში იმყოფება და აფხაზეთის როგორც ქვეყნის და სოხუმის, როგორც მისი დედაქალაქის სადღეგრძელოს სვამს. 
"მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ჩემთვის აფხაზეთი სოხუმის გარეშე არ არსებობს. სოხუმი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილია. მე ძალიან ვამაყობ, რომ ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია. მე მინდა დავლიო ამ ქვეყნის სადღეგრძელო. იმ ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს. მას აქვს თავისი დანიშნულება, თავისი სურვილი და მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვის. ყოველთვის ვამბობ, რომ მე აფხაზი მეგობრები უფრო მეტი მყავს, ვიდრე ქართველები", - ამბობს სიჭინავა ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები