საზოგადოება
საპროტესტო აქცია გურჯაანში - რას ითხოვენ მევენახეები
2015-09-10 14:41:25
ჩამოტვირთვა
გურჯაანის რაიონის გამგეობასთან გლეხების აქცია მიმდინარეობს.გამგეობასთან გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის 200-მდე მევენახეა შეკრებილი. გლეხები ქარხნების გახსნას და ყურძენზე ფასის მომატებას ითხოვენ.
აქციის მინაწილეების თქმით, იმ შემთხვევში, თუ ყურძენზე არსებული ფასი არ გაიზრდება, ისინი ვენახების აჩეხვით იმუქრებიან.ამ დროისთვის ფასები ასეთია - ”რქაწითელი” 60 თეთრი, ”საფერავი” - 70 თეთრი. გლეხები ფასის, შესაბამისად, ლარამდე და ორ ლარამდე გაზრდას ითხოვენ.
კომენტარები