მსოფლიო
მხოლოდ პოზიტივი, მხოლოდ დადებითი ემოცია: fashionline.ge - ახალი პორტალი თქვენთვის
2015-08-21 16:38:22
მედია ჰოლდინგ „დრონი.ჯი“-სა და „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ ახალი პროექტი. fashionline.ge - ესაა მაღალი ხარისხის ქართულ-ინგლისური პორტალი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ყველაფერს მოდის, ქართველი და უცხოური დიზაინერების, უახლესი ტენდენციებისა და უბრალოდ, fashion ცხოვრების შესახებ.
„მეგობრებო, ჩვენი ახალი საიტი თითქმის მზადაა, ამჟამად მუშაობს ტესტირების რეჟიმში და 5 სექტემბრიდან მთელი ძალებით დავიწყებთ მუშაობას თქვენთვის...
ვისაც გაინტერესებთ მოდა, გაღელვებთ ყველაფერი მოდის, დიზაინერების, სტილისა და ინდივიდუალიზმის შესახებ, გაეცანით ახალ პორტალს...
p.s: სიამოვნებით მოგისმენთ, თუ გაგვიზიარებთ შენიშვნებსა და ინიციატივებს.
გთხოვთ, მოგვწერეთ“, - წერს fashionline.ge-ს ფეისბუქ-გვერდზე, საიტის ადმინისტრაცია...
მაშ ასე, 5 სექტემბრამდე არც თუ დიდი დრო რჩება. ქართველ და არა მარტო ქართველ ინტერნეტ-მომხმარებელს კი, ახალი პორტალი, ახალი და საინტერესო ამბებით, მოდის, დიზაინის, მოდელების და სხვა უამრავი საჭირო თემების შესახებ გელოდებათ.
მხოლოდ პოზიტივი, მხოლოდ დადებითი ემოცია: fashionline.ge - თქვენთვის.
გადადით ამ ბმულზე თუ გსურთ გაეცნოთ fashionline.ge-ს
კომენტარები