საზოგადოება
საქველმოქმედო აქცია ! სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის
2015-06-15 14:07:31
კლინიკა „კანი“ დიდ მწუხარებას გამოთქვამს სტიქიაში დაზარალებული მოსახლეობის მიმართ და განსაკუთრებით იმ ადამიანების ვინც სტიქიას შეეწირა.
ყველა ადამიანის მოვალეობაა თანადგომა გამოუცხადოს დაზარალებულ მოსახლეობას და ჩვენი თანადგომის გამოხატვისთვის გადაწვყვიტეთ დავიწყოთ საქველმოქმედო აქცია.
დაბინძურებული წყლის გამო შესაძლებელია სხვადასხვა კანის პრობლემების გამოვლინება, ასევე ვისაც უკვე ქონდა კანის ქრონიკული დაავადება მიღებული სტრესის გამო შესაძლებელია უფრო რთულად განვითარდეს და გამოიხატოს, გამომდინარე აქედან დაზარალებულ მოსახლეობას ვთავაზობთ კანის პრობლემზე უფასო მომსახურეობას 1თვის განმავლობაში(14/06/2105), კლინიკაში ვიზიტისთვის გთხოვთ დარეკოთ წანასწარ, ნომერზე 2 43 40 00.
გთხოვთ ყველამ გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია რათა მაქსიმალურად მიაღწიოს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან.
მადლობა ყველა ადამიანს ვინც მხარში უდგას სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას და ასევე მონაწილეობას იღებს დანგრეული ტერიტორიების დასუფთავებაში.
საერთაშორისო დერმატოლოგიური კლინიკა „კანი“
ტელ: 2 43 40 00
მის: ჭავჭავაძის გამზ. 7
www.kani.ge
კომენტარები