საზოგადოება
ქუთაისში პატიმარი გარდაიცვალა, სავარაუდოდ ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო
2015-06-01 11:25:11
ჩამოტვირთვა
ქუთაისში, სასჯელაღსრულების # 2 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მსჯავრდებულმა თავი მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. "31 მაისს სასჯელაღსრულების ნომერ მეორე დაწესებულებაში 1979 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა, წინასწარი მონაცემებით, საკნის საპირფარეშოში სუიციდი განახორციელა. აღნიშნული გარდაცვლილის ოჯახს ეცნობა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. გამოძიებას, პროკურატურის ზედამხედველობით, საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა", - აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
დაღუპული პატიმარი გუშინვე ბათუმში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
კომენტარები