საზოგადოება
"ჩვენი ქვეყანა პატარაა და ბევრი ცდილობს ჩვენ განადგურებას"
2015-05-21 14:16:21
ჩამოტვირთვა
"ევროვიზიის" ნახევრფინალის შემდეგ, ფინალში გადასულმა 10 კონკურსანტმა მონაწილეობა მიიღო პრესკონფერენციაში, სადაც ისინი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდნენ, ნინას კითხვა პირველი არხის ჟურნალისტმა დაუსვა, "არის თუ არა საქართველო მებრძოლი ქვეყანა" რაზეც მომღერალმა საკმაოდ თამამი პოლიტიკური პასუხი გასცა
"ხშირად მესმის კითხვა: რატომ "მებრძოლი", რატომ არის სიმღერის სახელწოდება "მებრძოლი". ალბათ უცნაურია, რომ 20 წლის გოგონა ასე აზროვნებს და იმაზე ფიქრობს რომ იყოს მებრძოლი, იყოს ფემინისტი. საქართველოს მართლა აქვს ბრძოლის მიზეზი. ჩვენი ქვეყანა პატარაა და ბევრი ცდილობს ჩვენ განადგურებას. ძნელია იმის სიტყვებით ახსნა,თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის მებრძოლი სული, იმიტომ რომ ჩვენ უკვე საუკუნეებია ვიბრძვით. ეს ისტორიაა, ეს არ არის მარტივი შეკითხვა".
კომენტარები