საზოგადოება
პრემიერის მიმართვა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით
2015-04-22 15:00:36
ჩამოტვირთვა
დღეს საფუძველი ჩაეყარა უპრეცედენტო პროგრამას, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ მოიძებნება; ეს დღე ეკუთვნის მთელს საქართველოს,–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ პროექტის მხარდაჭერისთვის, რომლის მიზანიც არის C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში.
„მინდა გულითადად მივესალმო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადო მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით. თქვენი დახმარებით შევძლებთ ასიათასობით ადამიანის სრულ განკურნებას, რომლებიც არიან დაავადებული C ჰეპატიტით. ვულოცავ ამ დღეს ბატონ დავით სერგეენკოს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულნი იყვნენ ამ პროექტის განხორციელებაში“,–აღნიშნა პრემიერმა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კომენტარები