0 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პილოტი დეპრესიაში იყო და თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო - ავიაკატასტროფის გამოძიების დეტალები

ჩამოტვირთვა

საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდნილი  თვითმფრინავის დამხმარე მფრინავს, ანდერს ლიუბიცი  ავიაკომპანია “ჯერმანვინგზის” ხელმძღვანელობა მშვიდ და გაწონასწორებულ  პიროვნებად ახასიათებს. მათივე ინფორმაციით, მან საზაფხულო კურსები წლინახევრის წინ გაიარა და ნორმალურ მფრინავად ითვლებოდა.

თუმცა შავი ყუთის შესწავლის  შემდეგ გაირკვა,რომ დამხმარე პილოტი დეპრესიაში იმყოფებოდა და თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო. მოგვიანებით ცნობილი გახდა ისიც,რომ ის საცოლეს  დაშორდა.

 

როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, კატასტროფისას პილოტის კაბინაში მხოლოდ ლიუბიცი იმყოფებოდა. კაბინიდან გასულ პირველ პილოტს მან კარი ჩაუკეტა და სავარაუდოდ დაშვების ღილაკს ხელი დააჭირა. როგორც ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა გაარკვიეს, ის წელიწადნახევრის განმავლობაში  ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა. მედიკოსების განმარტებით კი 28 წლის ანდრეს ლიუბიცს „შუა ხნის კრიზისი“ ჰქონდა.

 

შეგახსენებთ,რომ საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად,  ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი  დაიღუპა.თვითმფრინავი, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა რეისს, საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები