საზოგადოება
თელავში მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის ინსპექტორი დააკავეს
2015-03-11 11:34:27
ჩამოტვირთვა
თელავში მომხდარი მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ანდრო ბოჭორიშვილის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა გუშინვე დააკავეს. ბრალდებული ახმეტის რაიონის პოლიციის ინსპექტორი გიორგი იორამაშვილია.
რაც შეეხება მკვლელობის დროს დაჭრილ ირაკლი ბოჭორიშვილს, ის ამ დრომდე თელავის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს.
მკვლელობის თვითმხილველ თამაზ შინგაზრდილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. იგი პირველადი ამბულატორიული დახმარების აღმოჩენის შემდეგ სახლში გადაიყვანეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
თელავში, ლეგიონის დასახლებაში მკვლელობა გუშინ მოხდა. ძმებს - ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ანდრო ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ირაკლი ბოჭორიშვილი კი დაიჭრა.
კომენტარები