მსოფლიო
კარტოფილის ნავები - მარტივი და ორიგინალური საუზმე
2015-02-26 23:27:32
ეს შესანიშნავი იდეაა საუზმისთვის იმ შემთხვევაში, თუ წინა დღის მოხარშული კარტოფილი დაგრჩათ და გინდათ რაიმე გემრიელი და ორიგინალური მოამზადოთ
ინგრედიენტები:
კარტოფილი
2 , წინასწარ მოხარშული
კარაქი
2 ჩ.კ
კვერცხი
2
გახეხილი ყველი
4 ს.კ
ბეკონი
2-3 ნაჭერი
მწვანე ხახვი
მარილი და პილპილი
ოხრახუში
მოხარშულ კარტოფილს თავი მოვაჭრათ და კოვზით, ფრთხილად ამოვიღოთ გულის ნაწილი. ჩავდოთ კარაქის პატარა ნაჭერი, გახეხილი ყველი, დაჭრილი ბეკონი. დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, ჩავახალოთ კვერცხი.
შევწვათ 180 გრადუსზე, დაახლოებით 20-25 წუთი, სანამ ცილა გათეთრდება. მარილი და პილპილი გემოვნებით მოვაყაროთ
gemrielia.ge
კომენტარები