მსოფლიო
გლდანში ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო
2015-02-16 17:21:33
ჩამოტვირთვა
გლდანის I მიკრორაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. შენობის საძირკველში დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და სამშენებლო კომპანია „მამკოს“ ხელმძღვანელმა კაფსულა ჩადეს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წელს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 9 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, სადაც 4 ათასამდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.
კომენტარები