საზოგადოება
ვიდეო კაცზე, რომელმაც 669 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა
2015-02-06 16:46:19
ჩამოტვირთვა
მეორე მსოფლიო ომის დროს მან ჩეხოსლოვაკიაში 669 ბავშვი სიკვდილისგან იხსნა. ომის შემდეგ ამის შესახებ არავინ იცოდა. სერ ნიკოლას უინტონი მეტად თავმდაბალი ადამიანი აღმოჩნდა,ამიტომ ის გმირობის დამადასტურებელ ფაქტებს სხვენში ინახავდა,რომელიც მისმა ცოლმა შემთხვევით აღმოაჩინა.
სერ ნიკოლას უინტონი – ფილანთროპია, რომელმაც 1938-39 წლებში 669 ებრაელი ბავშვის გადარჩენის ოპერაცია განახორციელა და მათ ჩეხოსლოვაკიის ნაცისტური ბანაკებიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლაში დაეხმარა.
მხოლოდ 1988 წელს, სერ ნიკოლასის ცოლმა, გრეტამ იპოვნა ჩანაწერების წიგნაკი, რომელშიც 1939 წლიდან, ბავშვების სია და ფოტოსურათები ინახებოდა. ეს არის ნაწყვეტი ვიდეოჩანაწერისა, სადაც უინტონი იმ ადამიანებთან ერთადაა აუდიტორიაში, რომლებიც მან 50 წლის წინ, ჩეხოსლოვაკიაში გადაარჩინა.4motivi.com
კომენტარები