მსოფლიო
,,სამხრეებს გაუფრთხილდით,მაგის დედა შ*ვეცი პოლკოვნიკი კაცი ვარ“- იარაღიანი მაღალჩინოსანი პატრულს დაუპირისპირდა
2015-01-28 13:00:18
ჩამოტვირთვა
"ნაციონალური მოძრაობა" ვიდეომასალას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი პირი ცდილობს, კანონდარღვევის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონეფრენციაზე განაცხადა, ამჯერად ინციდენტში მონაწილე პირია შსს სტრუქტურის მაღალჩინოსანი, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი. "ვიდეომასალაში ჩანს, რომ ავტომანქანას, რომელშიც ბერიკაშვილი ზის, პატრული აჩერებს. პირი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ისევე როგორც თავად ბერიკაშვილი. ჩანაწერის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პატრულმა ავტომანქანა გააჩერა, ბერიკაშვილი გადმოვიდა და სცადა პატრულისთვის აეხსნა, რომ ის ჩინით პოლკოვნიკია, რის გამოც უნდა გაუშვან. მას შემდეგ, რაც პატრულის თანამშრომელი გადაწყვეტს, რომ მაინც დააჯარიმოს, ბერიკაშვილი იღებს იარაღს. უკვე ამის მერე პატრული მას აკავებს და გადაჰყავს სამმართველოში", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე ინფორმაციით, ინციდენტი რამდენიმე თვის წინ ბორჯომში მოხდა.
კომენტარები