საზოგადოება
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - იური ვაზაგაშვილის ნათესავების პირველი კომენტარები
2015-01-20 16:36:31
ჩამოტვირთვა
გარდაცვლილია 2006 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა. იური ვაზაგაშვილის ცხედარი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე ნახეს. როგორც ცნობილი ხდება, ის აფეთქების შედეგადაა გარდაცვლილი.
არსებობს ორი წინასწარი ვერსია. ერთ-ერთის მიხედვით, სასაფლაოს ტერიტორია დანაღმული იყო, მეორე ვერსიით კი ვაზაგაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ-ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები