საზოგადოება
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
2015-01-09 11:29:15
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქუთაისში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, ჩინეთის მოქალაქე პინგაი ტ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N12-ში ფართი იქირავა, ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა, რეალურად კი სალონში მომუშავე, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალბატონებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდა. სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).
კომენტარები