საზოგადოება
გვიან ღამით სასულიერო პირის "ლენდ კრუიზერი" დააზიანეს- თავდამსხმელს ადგილზე მობილური დარჩა
2015-01-09 10:48:46
ჩამოტვირთვა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, სასულიერო პირის კუთვნილი ავტომანქანა "ლენდ კრუიზერის" დაზიანებაზე "ქართლი.ჯი" (შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი) წერს და ფოტო-ვიდეომასალას აქვეყნებს.
უცნობმა პირებმა მანქანის გვერდითა საქარე მინა ჩაამსხვრიეს. "ლენდ კრუიზერს" დაზიანებები ბლაგვი საგნითაც მიაყენეს.
ავტომანქანა სასულეირო პირს მამა გრიგოლ გოგიჩაძეს ეკუთვნის:
"მეზობელთან ვიყავი. როდესაც დავბრუნდი, მანქანა ასეთ მდგომარეობაში დამხვდა. პოლიციელებმა მითხრეს, რომ მანქანასთან მობილური ტელეფონი ეგდო. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩემი დევნა" - განაცხადა მამა გრიგოლმა.
სასულიერო პირი დღევანდელ ფაქტს 2014 წლის 31 დეკემბერს სოციალურად გაჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახზე მიწების გადაცემას უკავშირებს. აღნიშნულ მიწებს მას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ედავებოდა.
კომენტარები