მსოფლიო
შსს გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ადგილიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს
2015-01-05 11:52:33
ჩამოტვირთვა
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული გიორგი ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში, 1972 წელს დაბადებული ავთანდილ ქ-ს საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოახდინა, რა დროსაც ავთანდილ ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილის შვილი – 2000 წელს დაბადებული ვალერი ქ. და მეზობელი –1954 წელს დაბადებული აკაკი ჩ. დაიჭრნენ. გიორგი ყ-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. დაჭრილები გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, გიორგი ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ კალაურში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
კომენტარები