0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - KFC უკვე საქართველოშია

ლეგენდარული ამერიკული რესტორნების ქსელი  KFC-ის (ქეი-ეფ-სი) პირველი რესტორანი თბილისში, პეკინის გამზირზე #12 (ყოფილი რესტორანი „ნიკალა“) გაიხსნა. 400 კვმ ფართის KFC-ის რესტორანი, კომპანიის წარმომადგენლებმა საზეიმოდ გახსნეს. საღამოზე მიწვეულ სტუმრებს, KFC-ი უგემრიელესი ქათმის კერძებით გაუმასპინძლდა. 

KFC (Kentucky fried chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია თავისი ლეგენდარული ქათმის მომზადების საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) ჰარლამ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

 „KFC მასობრივი ბრენდია, რომელიც  ქათმის მოყვარულებს მსოფლიოს გარშემო აერთიანებს. მრავალფეროვანი მენიუ საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ ყველა გემოვნების ადამიანი. წარმოდგენილი იქნება ცხარე ან ორიგინალი ფქვილში ამოვლებული უგემრიელესი შემწვარი ქათმის ნაჭრები, სენდვიჩების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, გარნირები, სალათები, ცხელი ვაფლი უგემრიელესი ნაყინით ან მომხმარებლის მიერ შერჩეული ტოპინგით, ჩიზქეიქი, სახელგანთქმული ყავის ასორტიმენტი და სხვა. ეს ყველაფერი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომ ფასად“-აცხადებენ კომპანიაში. 

KFC-ის რესტორნების ქსელს საქართველოში „Iberia Food Company“ წარმოადგენს. ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც Iberia Food Company-სა და KFC-ის შორის გაფორმდა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში KFC -ის 10 რესტორანი გაიხსნება. 

„KFC - ის პირველი რესტორნის გახსნა საქართველოში - მნიშვნელოვანი მოვლენაა. YUM ბრენდის დახმარებით, ფართო სპექტრის მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდა: ეს იყო პროდუქციის მომწოდებლების ძიება, რომლებიც აკმაყოფილებდნენ მკაცრ მოთხოვნებს და ხარისხის სტანდარტს, ადგილმდებარეობის შერჩევა, რესტორნის მოწყობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - KFC ჯგუფის შექმნა. დღესდღეობით რესტორანში 195 დასაჯდომი ადგილია მომხმარებლებისათვის, რომელიც სრულად არის აღჭურვილი ბრენდის სტანდარტების მიხედვით. დღეს, როდესაც ყველაფერი გაშვებულია და მუშაობს, ოპტიმიზმით ვუყურებთ მომავალს და ვგეგმავთ დამატებით 10 რესტორნის გახსნას საქართველოში.“  - განაცხადა მარკეტინგის დირექტორმა ქეთევან მეფარიშვილმა. - აცხადებს KFC-ის მარკეტინგის დირექტორი ქეთევან მეფარიშვილი. 

თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ლეგენდარული ქსელი, უგემრიელესი მენიუთი, მსოფლიოს 115-ზე მეტ ქვეყანაში 18.000-ზე მეტ KFC-ის რესტორანს აერთიანებს. KFC ქათმის მომზადების რეცეპტი საიდუმლოდ ინახება კენტუკიში. მხოლოდ ამერიკაში, KFC-ს მენიუს ყოველდღიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი აგემოვნებს. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები