მსოფლიო
სისხლიანი გარჩევა ხუდადოვზე,არასრულწლოვანმა გოგონამ 35 წლის მამაკაცი მოკლა-რას ყვებიან მეზობლები?
2014-12-16 14:26:52
ჩამოტვირთვა
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მამაკაცის მკვლელობის ფაქტს თვითმხილველი სავარაუდოდ არ ჰყავს.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი, წუხელ, გვიან ღამით, დაახლოებით, 02:00 საათზე დაჭრეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, ისინი ინციდენტის მონაწილე პირებს არ იცნობენ.
ხუდადოვის ქუჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, დაჭრილმა მამაკაცმა თავდაპირველად ტაქსი გააჩერა და დახმარება ითხოვა.
შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ არასრულწლოვან გოგონას თავს მამაკაცი დაესხა, გოგონამ თავდაცვის მიზნით, თავდამსხმელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები