0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მკვლელობა მოხდა თბილისში-ვრცელდება ვიდეოკადრები

ჩამოტვირთვა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ძველი თბილისის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ნოდარ ნ. მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღმაშენებლის გამზირის 89/24-ში, „ქალაქ პროექტი“-ს შენობაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნოდარ ნ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1980 წელს დაბადებული ალექსანდრე გ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ადგილზევე დააკავეს. მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები