0 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა ბედი ეწია მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს?-კადრები ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან

ჩამოტვირთვა

მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 22 წლის მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ახლობლები ბრალდებულს დარბაზში დაუპირისპირდნენ.დაკავებულმა სამართალდამცველმა კი სასამართლო დატოვა. მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.დაცვის მხარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს. ადვოკატი, რომელიც გირაოს სახით 10 000 ლარს ითხოვდა, თვლის, რომ გადაწყვეტილება არაობიექტურია.შემთხვევა 3 ოქტომბერს ქუთაისში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელმა 22 წლის მირზა გოჩუაძეს დევნის ოპერაციის დროს ესროლა. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ სამართალდამცველი ლაშა ჯიხვაშვილი დააკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები