მსოფლიო
ძილის დამბლა და საშინელება, რომელიც მოსახლეობის 20-40% განიცდის
2014-09-26 17:47:35
ჩამოტვირთვა
წარმოიდგინეთ ასეთი ვითარება: თქვენ იღვიძებთ, წევხართ საწოლში და გრძნობთ, რომ ვიღაც დგას თქვენს გვერდით, სიბნელეში; ოდნავ თავის შებრუნება გსურთ, რათა შეხედოთ მას, მაგრამ არაფერი გამოგდით, რადგან ვიღაც (ან რაღაც?) გაკავებთ; ცდილობთ კიდურების ამოძრავებას, მაგრამ ამაოდ -თითქოსდა გაყინული ხართ, გიპყრობთ პანიკა და საშინელება... აი ეს არის ძილის დამბლა და მისი საშინელი შეგრძნებები.
აღწერილი სურათი შესაძლოა წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ უამრავ ადამიანს აქვს ამგვარი გამოცდილება და მედიცინას ზუსტად არ ძალუძს ახსნას ეს ფენომენი.
მედიცინა ამბობს, რომ ძილის დამბლა ეს არის მდგომარეობა, როდესაც კუნთების დამბლა დგება დაძინებმდა ან გაღვიძებისთანავე. მთელი სხეულის დამბლას თან ახლავს საშინელების შეგრძნება, თუმცა, ხშირი განმეორების დროს, ზოგიერთი ადამიანი ეჩვევა ამ მდგომარეობას და იტანს მას უფრო მშვიდად. ამ მდგომარეობაში ვინმეს საშველად დაძახება ან რაიმეს თქმა შეუძლებელია.
ფიზიოლოგიურად, მდგომარეობა ახლოსაა ბუნებრივ დამბლასთან, რომელიც სწრაფი ძილის ფაზაში დგება.
ძილის დამბლა ჩვეულებრივ რამოდენიმე წამიდან 2 წუთამდე გრძელდება.
ძილის დამბლა თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში განუცდია მოსახლეობის 20-40%-ს. უფრო ხსირად ძილის დამბლის პირველი ეპიზოდი დგება 10-20 წლის ასაკში .
ამ დროს მთელი სხეულის დამბლის გარდა ყველაზე გავრცელებული შეგრძნებაა შეძრწუნების გრძნობა, როდესაც ადამიანი (განსაკუთრებით მკერდზე) ვიღაცის დაწოლას გრძნობს, უძნელდება სუნთქვა, თითქოსდა სხეული თავისით მოძრაობს . ზოგიერთი ადამიანი ამ დროს გამოღვიძებასაც ცდილობს. ასეთ მდგომარეობაში ტიპიური სმენითი შეგრძნებებია - ხმები, ფეხის ბაკუნი ან პულსირებადი ხმები, ხოლო მხედველობითი შეგრძნებები მოიცავს ისეთ ხილვებს, როგორიცაა - ადამიანები ოთახში ან მოჩვენებები და მაჯლაჯუნები.
ძილის დამბლასთან ბრძოლის მხოლოდ ინდივიდუალური მეთოდები არსებობს. საერთო მეთოდები გულისხმობენ რეგულარულ და სრულყოფილ ძილს. ასაკთან ერთად ძილის დამბლის სიმპტომები იკლებს.
რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან:
ადამიანები არასტანდარტული, შთაგონებადი ან უძლური ფსიქიკით;
ადამიანები, რომლების ცნობიერება ხშირად არის ჩაკეტილი "საკუთარ თავში" (ინტროვერტები) და ადამიანები ნერვული სისტემის ძლიერი ტიპით, ოღონდ ძლიერი დაღლილობის პირობებში.
ამ აუხსნელ პროცესში ჩავარდნისას გარდაცვალების ან გაგიჟების შიში, რომელსაც ხშირად განიცდიან მძინარენი, უსაფუძვლოა.
კომენტარები