1 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ამ წყვილის 70 კაციანი ქორწილი სულ რაღაც 2,58 თეთრი დაჯდა

ჩამოტვირთვა


შოტლანდიელი წყვილის, ჯორჯიანა პორტეუსისა და სიდ ინესის ქორწილში ყველაფერი იყო: თეთრი კაბა, საქორწინო ბეჭედი, სასიამოვნო მუსიკა, კარგი ხარისხის ღვინო თუმცა ეს ყველაფერი 1 გირვანქა სტერლინგი, ანუ 2,58 ლარი დაჯდა.


ქორწილს 70 სტუმარი ესწრებოდა. ცერემონია წყვილის კოტეჯში გაიმართა. კოტეჯი პატარძლის მეგობრებმა სადღესასწაულოდ ფარნებით, მინდვრის ყვავილებითა და ბაფთებით მორთეს. პატარძალს 1960 წელს შეკერილი კაბა ეცვა. მან საქორწილო კაბა ადგილობრივი ვებსაიტიდან გამოიწერა - ვებგვერდზე ადგილობრივები იმ ნივთების ნუსხას აქვეყნებენ, რომელიც აღარ სჭირდებათ; მსურველი მითითებულ მისამართზე რეკავს და ნივთი სახლში მიაქვს. 

ჯორჯიანას დედა ეკლესიის მრევლის წარმომადგენელია და შესაბამისად, ჯვრისწერაც უფასოდ გაიმართა. საქორწილო ბეჭდები ირმის რქისგან სიძემ დაამზადა. ფოტოგრაფი წყვილის მეგობარია და შესაბამისად, სრულიად უანგაროდ იმუშავა. სტუმრებმა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაითვალისწინეს და წვეულებაზე კერძები და ტკბილეული სახლიდან მიიტანეს. გემრიელი საქორწილო ტორტი პატარძლის დეიდამ გამოაცხო. სტუმრები მთელი ღამე ცეკვავდნენ და ერთობოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები