საზოგადოება
932 გარდაცვლილი - „ებოლას“ ვირუსი მსოფლიოს შემაშფოთებლად უტევს +18
2014-08-29 17:33:47
ჩამოტვირთვა
მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით ცნობილი ხდება, რომ ებოლა ნელ-ნელა უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ვრცელდება.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე ოფიციალურად აცხადებს, რომ ებოლა ამიერიდან საერთაშორისო მასშტაბის საშიშროებას წარმოადგენს.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ებოლას ციებ-ცხელება, რომელმაც ამ წელს აფრიკაში კვლავ იფეთქა, ამჯერად საერთაშორისო დონის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ ეს აფეთქება - ყველაზე ხანგრძლივი და მასტაბური აღმოცნდა მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში - ის შეეხო ქვეყნებს, რომელთა ჯანდაცვის სისტემა
"განსაკუთრებულად მყიფეა და განიცდის, როგორც ადამიანთა, ასევე ფინანსურ და მატერიალურ რესურსთა ნაკლებობას". ამ ფაქტორებმა მოსახლეობის მაღალ მობილურობასთან, ებოლას კერების ჩახშობის საქმეში გამოუცდელობასთან და თვით დაავადებასთან დაკავშირებულ არასწორ დამოკიდებულებასთან ერთად, შექმნა ვითარება, რომელიც "ხელს უშლის მიღებულ იქნას ადეკვატური ზომები, რათა წინააღმდეგობ გაეწიოს ეპიდემიას".
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ ჩანმა უკვე მიმართა მსოფლიო საზოგადოებას დახმარების თხოვნით:
"ქვეყნები, სადაც დღეს ეს სნეულება ბობოქრობს, უბრალოდ ვერ ფლობენ საჭირო რესურსებს,
რათა გაუმკლავდნენ ასეთი მასშტაბის დაავადებას. მე მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას თხოვნით რაც შეიძლება უმოკლეს ხანში საჭირო დახმარება გაუწიოთ დაზარალებულ ქვეყნებს".
9 აგვისტოს კანადაში კარანტინში მოათავსეს კანადელი მოქალაქე, რომელიც ნიგერიიდან
ჩამოვიდა და ებოლას ციებ-ცხელების ნიშნები აღენიშნებოდა. ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა ქვეყანაში უკვე გამოაცხადა საგანგებო
მდგომარეობა.
ებოლას ციებ-ცხელების აფეთქების გამო. ადრე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული იყო მეზობელ ლიბერიასა და სიერა-ლეონეში. ებოლას ციებ-ცხელება დაიწყო ამა წლის თებერვალში და მან დასავლეთ აფრიკაში უკვე 932 ადამიანი შეიწირა
დღეისთვის ებოლას ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ოფიციალურად 1711 ადამიანს მიაღწია, მათგან 932
გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ ეპიდემიას "ექსტრაორდინალური შემთხვევა" უწოდა და ყველა გააფრთხილა, რომ დღეს ის უკვე საერთაშორისო მასშტაბის საფრთხეს წარმოადგენს.
კომენტარები