საზოგადოება
არსებობენ თუ არა ვამპირები და რა დაავადებას უწოდებენ ვამპირიზმს?
2014-07-25 18:59:35
ჩამოტვირთვა
ვინ არიან ვამპირები? რითი იკვებებიან? სად ცხოვრობენ? ერჩიან თუ არა ისინი ადამიანებს? და საერთოდ, არსებობენ თუ არა ისინი?
ბოლო პერიოდი შეიძლება ითქვას, რომ „ვამპირული“ კულტის აღორძინების ხანაა - მოდაში შემოვიდა გოთური სტილის ტანისამოსი და მაკიაჟი, ვამპირებზე მრავალი წიგნი დაიწერა და ასევე, უამრავი ფილმი გადაიღეს.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ვამპირების არსებობას ამტკიცებენ. 1721 წელს, აღმოსავლეთ პრუსიაში გარდაიცვალა 62 წლის პიტერ ბლაგოევიჩი. როგორც მოსახლეობა ყვებოდა, ცოტა ხნის შემდეგ, გარდაცვლილი თავს ესხმოდა მეზობლებს, სვამდა მათ სისხლს, ბრეგოვიჩმა საკუთარი ვაჟიც კი მოკლა.
ვამპირების დღესაც სჯერათ. 2002-2003 წლებში, აფრიკული ქვეყანა მალავი „ვამპირულმა ისტერიამ“ მოიცვა. ადგილობრივებმა რამდენიმე „ვამპირობაში“ ეჭვმიტანილის ჩაქოლვა სცადა. ერთ-ერთი გარდაიცვალა.
პირველი მცდელობა, მეცნიერულად განემარტა „ვამპირის“ ფენომენი, ეკუთვნის მკვლევარ მაიკლ რანფტს. 1725 წელს, გამოიცა მისი წიგნი De masticatione mortuorum in tumulis . სადაც იგი წერდა, რომ არ არსებობენ „მკვდრეთით აღმდგარი არსებები - ვამპირები“ და ეს ყველაფერი გარდაცვლილის ახლობლების ილუზიებია.
მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს დაავადება, სახელწოდებით „პორფირია“. იგი 100 ათასიდან ერთ ადამიანს აღენიშნება, თუმცა, ატარებს მემკვიდრეობით ხასიათს. პორფირიის დროს, ორგანიზმს არ შეუძლია გამოიმუშაოს სისხლის წითელი უჯრედები. შედეგად, სისხლში ჟანგბადისა და რკინის დეფიციტია, პიგმენტების გაცვლა ირღვევა, ულტრაიისფერი გამოსხივებისას, ჰემოგლობინი ეცემა - ამიტომაა, რომ ვამპირებს „ეშინიათ“ მზის.
პორფირიით დაავადებულებს კანი ყავისფერი უხდებათ, მზეზე კი წყლულები და ნაწიბურები უჩნდებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ათასი წლის წინ, პორფირია გავრცელებული იყო იმ სოფლებში, სადაც ნათესავებს შორის ქორწინებები ჭარბობდა.
ასეთი ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ სახელწოდებას, როგორიცაა „ვამპირი“. მაგრამ რწმენა, უკვდავი არსებებისა, რომლებიც სიცოცხლეს სხვათა სისხლის დალევით იხანგრძლივებენ, რეალობას არ შეესაბამება..
დღეს არსებობენ დაჯგუფებები რომლებიც თავს ‘ვამპირებად’ ასაღებენ. ძირითადათ ამ დაჯგუფებაში შედიან თინეიჯერები. რამოდენიმე წლის წინათ რუსეთში თინეიჯერმა ორი პენსიონერი მოკლა, სპეციალური ‘ვამპირული’ მსხვერპლშეწირვისათვის. ამდაგვარი რაღაც მოხდა 7 წლის წინათ დიდ ბრიტანეთში. 17 წლის თინეიჯერმა მეზობელი მოკლა, ამოაგლიჯა გული, და სისხლი ამოწოვა, მხოლოდ იმიტომ რომ ‘ვამპირი’ დარქმეოდა. მაგრამ ასეთი ხალხი ხომ ნამდვილი ვამპირები არ არიან. ესენი უბრალოდ ფსიქოლოგიურად დაავადებული ხალხია.
მოკლედ პასუხი კითხვაზე ‘არსებობენ თუ არა ვამპირები’, შეიძლება იყოს კიც ან არაც. ამ საკითხს ორი მხარე აქვს. პირველი: რატომ არ შეიძლება არსებობდენ ვამპირები? ამ სამყაროში ხომ ყველაფერი ხდება. და მეორე: ვამპირები მითოლოგიური არსებები არიან და ისინი ვერ იქნებიან რეალურად ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანები.
კომენტარები