საზოგადოება
ანაკლიაში "კაზანტიპის" საზღვრები ფართოვდება - სამუშაოები დაიწყო
2014-07-23 15:20:35
ჩამოტვირთვა
ანაკლიაში კარვების ქალაქის მშენებლობა დაიწყო. პროექტ "კაზანტიპის" ორგანიზატორების განცხადებით, 20 აგვისტომდე ყველა ობიექტის მშენებლობა დასრულდება, მოეწყობა კემპინგი, სადაც 5 000-ზე მეტი ადამიანი განთავსდება.
ორგანიზატორებმა "კაზანტიპის" საზღვრების გაფართოება გადაწყვიტეს. ტერიტორია 450 000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, ზღვის სანაპირო ზოლი კი 2800 მეტრს აჭარბებს.
ორგანიზატორების განცხადებით, ყირიმთან შედარებით, "კაზანტიპი" ანაკლიაში გაცილებით დიდ ტერიტორიას იკავებს. პროექტი საქართველოში 20 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
კომენტარები