ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
ნაპოვნია ნიკო ფიროსმანის სავარაუდო საფლავი. როგორც კულუტრის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია საფლავის ქვა, წარწერით - "შეიწყალე, უფალო, ნიკალა!". სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტმა მაია რამიშვილმა საკუთარი რამდენიმე მეგობარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, მწერალი კოტე ჯანდიერი და ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე გუშინ სწორედ იმ ადგილას მიიწვია, სადაც სავარაუდოდ, ნიკო ფიროსმანის საფლავი ეგულება. "მაია რამიშვილის მოსაზრება გარკვეულ არგუმენტებს ეფუძნება. ჟურნალისტის მონათხრობით, ამ საფლავს დაახლოებით ერთი თვის წინ წააწყდა კუკიის სასაფლაოზე, მშობლების საფლავების შორიახლოს. მისი ვარაუდი რამდენიმე ძალიან თვალშისაცემ ფაქტს ეყრდნობა", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში. თავად მაია რამიშვილის განცხადებით კი, გადაჭრით არ ამბობს, რომ ნიკო ფიროსმანის საფლავი აღმოაჩინა, თუმცა ქვა რომ მეცნიერულად შესასწავლია, ეს ცხადია. "ამას უკვე ფაქტს კი არა, არგუმენტებს უფრო ვუწოდებდი. არგუმენტებში ვგულისხმობ დაბალი სოციალური ფენისთვის დამახასიათებელ საფლავის ქვას, მის მდებარეობას, სიძველეს, ზედაპირზე გამოსახულ ზრდასრულ მამაკაცს და რაც მთავარია, ქვის ერთ მხარეს ამოტვიფრულ წარწერას – "შეიწყალე, უფალო, ნიკალა". გამორიცხული არაა, ეს ინფორმაცია მალე ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის", - აცხადებს ჟურნალისტი. მაია რამიშვილის მოსაზრებებს იზიარებენ ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე და საფლავის ქვების ცნობილი მკვლევარები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული. ამასთან ერთად, ეთერ თათარაიძე იხსენებს ერთი ხანდაზმული ქალბატონის მონათხრობს, ბავშვობაში როგორ ადიოდა ხოლმე კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის ხელმარცხნივ მდებარე ნიკალას საფლავზე. ამირან არაბულის ვარაუდით კი, ეს ქვის სრული სიმაღლე არ უნდა იყოს. ქვის სიღრმეში, წარწერის ქვეშ აუცილებლად იქნება მითითებული გარდაცვალების თარიღი. დღემდე არსებულ ვერსიებს შორის, რომ თითქოს საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზეა ან თუნდაც - კუკიაზე, ოღონდ ეკლესიის მარჯვენა მხარეს, ყველაზე რეალური ეს უკანასკნელია. როგორც დღეს საფლავის მონახულების დროს აღნიშნეს, საფიქრებელია, რომ სწორედ ეს არის ფიროსმანის საფლავი და აუცილებელია, სპეციალისტებმა სასწრაფოდ დაიწყონ საფლავის კვლევა, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ სათანადო ნებართვის გარეშე ამას ვერავინ დაიწყებს. კუკიის სასაფლაოზე აღმოჩენილი საფლავის ქვით დაინტერესდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია. მან ეს ამბავი დასაფიქრებლად და გამოსაკვლევად მიიჩნია და მკვლევარებს თანადგომას დაჰპირდა. interpressnews.ge
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები