1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დარიალის ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა

ჩამოტვირთვა

დარიალის ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა. განგაშის მიზეზი მყინვარზე ბიძგების დაფიქსირებაა, რის გამოც სპეციალისტები ღვარცოფის გამეორების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. სტიქიის ზონა უკვე დატოვეს ადგილზე გაწმენდით სამუშაოებზე მომუშავე მუშებმა. ვაკუაციის სესახებ ბრძანება განგაშის სიგნალის შემდეგ გაიცა. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი"ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ რომ წინასწარი ინფორმაციით, ხეობაში "საშიში ვითარება არ არის", თუმცა უწყების თქმით, უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მომუშავე ყველა ადამიანი ტერიტორიას გაარიდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები