1 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სავაშ ბალდარის“ პირველი კომენტარი თბილისიდან

ჩამოტვირთვა

ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, საქართველოში ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდიმირი ჩამოვიდა. მსახიობი საქართველოში დიმიტრი ცინცაძის ფონდის მოწვევით იმყოფება. მან მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა. ილდიმირი აქტიურ თანამშრომლობას აპირებს ფონდთან, რათა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმაროს. მურატ ილდიმირი იუნესკო-ს კეთილი ნების ელჩია. მსახიობი თურქეთშიც აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში. ილდიმირი დღესვე იაშვილის კლინიკაში მყოფი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მონახულებას აპირებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები