1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"კავკაზუს ონლაინი" პირველი მარტიდან ინტერნეტმომსახურებას გააძვირებს

"კავკაზუს ონლაინი" პირველი მარტიდან ინტერნეტმომსახურებას გააძვირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომსახურების გაძვირებასთან ერთად გაიზრდება ინტერნეტის სიჩქარეც. "კავკაზუს ონლაინის" მინიმალური პაკეტის ღირებულება, რომლის სიჩქარეც 5 მბ–ით იწყებოდა და 20 ლარი ღირდა, პირველი მარტიდან სიჩქარე გაორმაგდება და 10 მბ ინტერნეტის ფასი - ახალ პაკეტში 25 ლარი იქნება. რაც შეეხება დანარჩენი პაკეტების ფასებს, კომპანიის ინფორმაციით, 30 მბ - 35 ლარი, 50 მბ - 45 ლარი, 100 მბ - 100 ლარი ეღირება. ცალკე შეიქმნა სპეციალური ტარიფი რეგიონებისთვის - 5 მბ - 20 ლარად, რომლითაც მომხმარებლები რუსთავსა და ფოთში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც ისარგებლებენ. თბილისში მომხმარებელი თვითონ აირჩევს, რომელი ახალი პაკეტით ისარგებლებს 1 მარტიდან, ხოლო თუ მითითებულ პერიოდამდე მომხმარებელმა ეს არჩევანი არ გააკეთა, ავტომატურად ჩაერთვება არსებული პაკეტით გათვალისწინებული სიჩქარის შესაბამისი ახალი პაკეტის გაზრდილი სიჩქარით. პაკეტის ცვლილების შესახებ ინფორმაციას ყველა მომხმარებელი ინდივიდუალურად, სმს შეტყობინების სახით მიიღებს. წყარო: "ინტერპრესნიუსი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები