მსოფლიო
რატომ გახდა საჭირო დედა პარასკევას კელიის დემონტაჟი ?
2014-02-07 16:23:50
პატრიარქის მდივანის დეკანოზ მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, რამდენიმე კვირაში სამთავროს დედათა მოსანტერში, წმინდანად შერაცხული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება, წმინდა ნაწილების ამოსვენება საზეიმო ვითარებაში მოხდება, შემდეგ კი მის ცხედარს სამთავროს ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ.
ამასთან, მამა მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, დედა პარასკევას მცირე კელიის დემონტაჟი სწორედ საფლავის გახსნისთვის მზადებას უკავშირდება.
დეკანოზის განმარტებით, როდესაც წმინდანის ცხედარს გადაასვენებენ დედა პარასკევა დაბრუნდება საფლავთან.
კომენტარები