საზოგადოება
კლინიკური სიკვდილი - გარდამავალი მდგომარეობა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის
2014-01-24 19:04:54
ჩამოტვირთვა
ეს სევდიანი და უცნაური ისტორია ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში დიდი ხნის მოხდა.
სოფელში ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ცოლ-ქმარს ერთადერთი ბიჭუნა ჰყავდათ, ერთ დღესას ოჯახს საშინელი უბედურება დაატყდა თავს, პატარა ბიჭი გარდაიცვალა. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს რადგან ბიჭი სრულიად ჯანმრთელი იყო. თუმცა ისიცაა, რომ იმ დროს მედიცინა დაბალ დონეზე იყო.
ცოლქმარმა შვილი ქრისტიანული წესით დაკრძალა. მეორე დღეს საფლავზე გასულებს რაღაც ხმა მოესმათ. მამას ეგონა ალბათ ამ უბედურების გამო ჭკუიდან ვიშლები და ბავშვის ტირილის ხმაც ამიტომ მესმისო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ყველას ესმოდა ეს ყრუ ქვითინი, რომელიც საფლავიდან მოდიოდა.
სასწრაფოდ გათხარეს საფლავი და პატარა ბიჭი ამოიყვანეს, რომელიც რაღაც სასწაულის ძალით ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მშობლები უზომოდ ბედნიერები იყვნენ. თუმცა ბდნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. რამდენიმე ხნის შემდეგ პატარა ბიჭი კვლავ გარდაიცვალა.
შვილს მშობლები აღარ კრძალავდნენ 2 კვირა იმის იმედით რომ კვლავ გაცოცხლდებოდა. თუმცა 2 კვირის თავზე, მეზობლების, ნათესავებისა და მოძღვრის რჩევით ისინი იძულებულნი იყვნენ თავიანთი ბიჭი დაეკრძალათ.
მამა საფლავზე ათევდა და აღამებდა იმის იმედით, რომ მათი ბიჭუნას ხმას კვლავ გაიგებდა. თუმცა 1 თვის შემდეგ ნათესავებმა აიძულეს სახლში დაბრუნებულიყო და სასაფლაოზე აღარ გაეთია, რათა ჭკუიდან არ გადასულიყო და თვითონაც არ მომკვდარიყო.
რამდენიმე თვის შემდეგ ბიჭის მშობლებმა გადაწყვიტეს კვლავ გაეხსნათ საფლავი. მათ არ აძლევდათ მოსვენებას ის აზრი, რომ ცოცხლად დამარხეს თავიანთი ბიჭი.
საფლავი გათხარეს. კუბოს თავი ახადეს და იქ მართლაც რომ საშნელება დახვდათ.. პატარა ბიჭს მდგომარეობა შეეცვალა. დაკრუნჩხულიყო. კუბო დაკაწრული იყო. ბიჭს სიმწრისგან თითები დაეჭამა. ვენები კი ფრჩხილებით ჰქონდა გადაჭრილი.
ეს ტრაგიკული ამბავი თაობიდან თაობას გადაეცემოდა თქმულების სახით, ასე მოაღწია ჩვენამდეც. ვერც მაშინ და მითუმეტეს ვერც ახლა ვერავინ ახსნა ეს უცნაური ამბავი.
სამწუხაროდ ამ ბიჭუნას არ გაუმართლა, არადა ბევრი მობრუნებულა მდგომარეობიდან რომელსაც მედიცინაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობას უწოდებენ.
კლინიკური სიკვდილი ერთგვარი გარდამავალი მდგომარეობაა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ეს ორგანიზმის ისეთი მდგომარებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიცოცხლის ნიშნების არარსებობა. ამ დროს არ ფიქსირდება გულისცემა, სუნთქვა. ადამიანებს ეხილებათ სულიერი თვალი, რისგანაც გამომდინარეობს ის ხილვები, რომლებსაც ისინი კლინიკური სიკვდილის შემდეგ იხსენებენ.
“მე დავინახე,პალატაში როგორ შემოდიოდნენ ექიმები,მათთან ერთად ბებიაჩემი.თავიდან გამიხარდა,რომ იგი მოვიდა ჩემს მოსანახულებლად,მერე კი გამახსენდა,რომ ბებია უკვე გარდაიცვალა.ძალიან შემეშინდა.შემდეგ შემოვიდა რაღაც უცნაური ფიგურა შავებში…მე ტირილი დავიწყე…..ბებიამ კი მითხრა”ნუ ტირიხარ,ჯერ დრო არ არის”…და აი ამ დროს გონზე მოვედი.
“მე ვხედავდი ჩემს თავს ზევიდან და გვერდიდან.თითქოს რაღაცამ ზევით ამწია და ჭერზე მიმაკრა.მე დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი,თუ როგორ ცდილობენ ექიმები და მედდები ჩემს გაცოცხლებას.თან მეცინებოდა,ვფიქრობიდი,რა კარგად დავიმალე აქ ყველასგან-თქო.მერე თითქოს რაღაცამ ისევ სხეულში შემიწოვა.”
ეს იმ ხალხის მოგონებებია,რ ომლებმაც კლინიკური სიკვდილი განიცადეს. ასეთი ამბები დოკუმენტირებულია ექიმების მიერ მთელ მსოფლიოში.ათასობით ჩანაწერი წიგნშია გამოქვეყნებული.
ამ მდგომარეობიდან გამოსული თუ დაბრუნებული ადამიანები თითქმის ერთსა და იმავეს ჰყვებიან. ზოგმა თითქოს ბნელი გვირაბი გაიარა, რომლის ბოლოსაც სინათლე მოჩანდა, ზოგიც ყვავილებით მოფენილ მინდორზე მოხვდა, სადაც უამრავი გარდაცვლილი ადამიანი ნახა, ზოგიც სხვა განზომილებიდან დაჰყურებდა საკუთარ სხეულს.
.ერთ-ერთი აკადემიკოსი ამბობს- “კლინიკური სიკვდილი უკვე სიცოცხლე აღარ არის,მაგრამ არც სიკვდილია.ბილოგიური თვალსაზრისით ეს მოვლენა ანაბიოზს გავს,მაგრამ მთლად იდენტურიც არ არის”…
კლინიკური სიკვდილი არის რევერსული მდგომარეობა და თვითონ ფაქტი იმისა,რომ ადამიანი ვეღარ სუნთქავს ან სისხლმიმოქცევა აღარ აქვს,არ არის სიკვდილის დადგომის ფაქტი.
მსგავსი ამოუცნობი ფენომენი აღინიშნება მსოფლიოს ყველა კუთხეში…
მეცნიერები ამ მოვლენას დღემდე სწავლობენ, რადგან მასში მისტიკური და შეუცნობელი ჯერ კიდევ ბევრია.
კომენტარები