2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ის რაც ისტორიამ არ იცის - ლეგენდარული ქართველის ხეიბარი შვილიშვილის ამბავი

ჩამოტვირთვა

"Важа, ты знаешь, что я грузинка? Я внучка Эквтиме Такаишвили!" ასე დაიწყო და ხუთ წელიწადს გრძელდებოდა მათი ნაცნობობა, ვიდრე მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვაჟა ადამია კვლავ საქართველოში დავბრუნდებოდა. „ვფიქრობ, ეს მოგონება მწარე გაკვეთილად გამოადგება იმათაც, ვინც, ძაღლთაპირ სტალინისთვის ძეგლების აღმართვას იჩემებს უტიფრად“- წერდა ვაჟა ადამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. ამბავი რომელიც ახლა უნდა გიმაბოთ სასირცხვილო ხაზად გასდევს საქართველოს ისტორიის ფურცლებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მოიპოვება. ვაჟა ადამია ყვება შორეულ 1976 წელს, ბედმა როგორ შეახვედრა ციმბირში, ქალაქ ჩიტაში, ექვთიმე თაყაიშვილის შვილიშვილს. ის, შემაძრწუნებელი ამბავი, რომლის შესახებაც მიამბო ექვთიმე თაყაიშვილის შვილიშვილმა, ქალბატონმა ელვირა პოლტორაცკაიამ, ქართულ საზოგადოებისთვის სრულიად უცნობია- ამბობს მერაბ კოსტავას საზოგადოების ტავმჯდომარე 1945 წელს, საქართველოში დაბრუნებისა და ქართული საუნჯის უკლებლივ ჩამოტანის შემდგომ, ექვთიმე თაყაიშვილს, ერთ ხანს, უნივერსიტეტში მოღვაწეობის საშუალება მისცეს. მაგრამ, სულ მალე რადიკალურად შეიცვალა საბჭოთა ხელისუფლების (როგორც აღნიშნავენ, პირადად სტალინის) დამოკიდებულება დიდი მეცნიერისა და ეროვნულ მოღვაწის მიმართ. მხცოვანი მეცნიერი, ჯერ უნივერსიტეტს ჩამოაცილეს, ხოლო შემდეგ, რათა მისთვის ტკივილი მიეყენებიათ, ერთად - ერთი ქალიშვილი გადაუსახლეს ციმბირში, უროვის ველზე მდებარე სოფელში. ამის შემდგომ, ექვთიმე თაყაიშვილს დიდ ხანს აღარც უცოცხლია. უროვის ველი გახლდათ ბირთვული იარაღის წარმოებისა და გამოცდის პოლიგონი, ხოლო იქ მცხოვრები ადამიანები საცდელი კურდღლების მდგომარეობაში იყვნენ: განუზომლად მაღალი რადიაციის პირობებში, საბჭოელი სპეციალისტები, საკუთარ ხალხზე, სამეცნიერო დაკვირვებებს აწარმოებდნენ. მაღალი რადიაციის ზეგავლენით, უროვის ველის მცხოვრებნი განიცდიდნენ გენომუტაციას - ყველა ბავშვი ხეიბრი იბადებიდა. გამონაკლისი არც ელვირა პოლტორაცკაია აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ბაბუის მსგავსად, მეცნიერებისკენ მიდრეკილმა ხეიბარმა გოგონამ, სამედიცინო განათლების მისაღებად, ქალაქ ჩიტას მიაშურა. იმავე პერიოდში, საბჭოთა ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ რადიაციის ზეგავლენით გამოწვეულ გენომუტაციით დასნებოვნებამ და ხეიბართა მასობრივმა შობადობამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ეს შემზარავი ფაქტი - საკუთარ მოსახლეობაზე ცდების მოწყობისა, მსოფლიო საზოგადოებრიობას ვეღარაფრით დაემალებოდა. სტალინის ბრძანებით, უროვის ველზე განლაგებულ სოფლებს შეუსიეს ასეულობით ტანკი და იქ მცხოვრები ყველა ადამიანი გაანადგურეს. ასე გააქრო სტალინმა საკუთარი ბოროტების ამ კონკრეტული ფაქტის კვალი. ერთად ერთი, ვინც შემთვევით გადარჩა, ექვთიმე თაყაიშვილის სწავლამოწყურებული შვილიშვილი, ელვირა პოლტორაცკაია გახლდათ. სამწუხაროა რომ ეს ამბავი უცნობია ქართველი საზოგადოებისათვის და რომ არა ვაჟა ადამია საქართველოს ისტორიისთვის უცნობ ფაქტად დარჩებოდა დიდი წმინდა მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის შვილიშვილის არსებობა და ტრაგიკული ხვედრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები