1 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედა პარასკევას მამა გაბრიელთან დაკავშირებით ხილვა და გამოცხადება არ ჰქონია

მცხეთის დედათა მონასტრის მონაზონის, დედა პარასკევას განცხადებით არ ყოფილა არც გამოცხადება და არც ხილვა. "მამა გაბრიელის საფლავზე ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. შეწუხებულები იყვნენ ეს ადამიანები და ვთხოვე მამა გაბრიელს, რომ შეესრულებინა მათი სურვილები სადიდებლად ღვთისა და რაღაც ისეთი მოეხდინა ერში, რომ გამოცოცხლებულიყო, გამხიარულებულიყო საქართველო და გაძლიერებულიყო სარწმუნოებაში. მოხდა სასწაული და ამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენთან. 31 დეკემბერს ვთხოვე მამა გაბრიელს საფლავზე, რომ შეგვწეოდა და დაგვხმარებოდა", - აცხადებს დედა პარასკევა. ამასთან აღნიშნა, რომ მამა გაბრიელი ყოველთვის ახდენს სასწაულებს და ეს კონკრეტულ დღეზე დამოკიდებული არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები