1 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ პატიობენ ღალატს ქალები?

საქართველოში, წლების წინ, ქალებს ოჯახის დანგრევის ეშინოდათ - ეს პრველ რიგში გამოწვეული იყო სირცხვილის გრძნობისგან. ამ ფაქტით გათამამებული მამაკაცები კი არ ერიდებოდნენ ღალატსა და მეუღლის შეურაცხყოფას. მდედრობითი სქესი თითქოს შეეჩვია იმას, რომ ქმრები პოტენციური მოღალატეები არიან და ჩამოყალიბდა სტერეოტიპი - კაცია და ქალებში მაინც გაივლის, მას არ ჰყოფნის მოთმინება(?)... ისინი ხომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები არიან, მაშ მათი ძალა მხოლოდ ფიზიკურით შემოიფარგლება და გარკვეულ სურვილებთან ან ცდუნებასთან კავშირი არ აქვს? ის ფაქტი, რომ ცოლი წინა თაობებისაგან გადმოცემულ სტერეოტიპს მამაკაცის ღალატის შესახებ მშვიდად ხვდება, ძლიერ სქესს კიდევ უფრო მეტად ათამამებს, რადგან მათ იციან, რომ მეორე ნახევარი, რომელიც სახლში გემრიელ სადილს ახვედრებს დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, უვლის მასა და ბავშვებს, ცდილობს ყველაფერი წესრიგში დაახვედროს, მაინც აპატიებს „მსუბუქ გართობას,“ ღალატობენ ცოლებს და იციან, რომ ამით მათი ოჯახები დანგრევის საფრთხის ქვეშ არ დადგება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ქალმა თავი დაიმკვიდრა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უფრო მეტად გააქტიურდა, კარიერა მოიწყო, საკუთარი თავი სათანადოდ დააფასა და შესაბამისად უფრო იკლო ღალატის პატიების შემთხვევებმა, პროცენტულად მაინც დიდია იმის მაჩვენებელი, რომ ცოლი ღალატს პატიობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. პრობლემა არა მამაკაცში, არამედ თავად ქალშია, რადგან სწორედ ქალის მოთმინებისა და ღალატზე თვალის დახუჭვის გამო ეს „არც თუ ისე მნიშვნელოვანი“ ფაქტები ხდება. თუმცა, როგორც ძლიერი სქესი აღნიშნავს, ეს არა პატიების, არამედ ერთფეროვნების გამოა განპირობებული. მამაკაცს ბეზრდება ერთი და იგივე და „ახალი ხილის“ გასინჯვას არ ერიდება. მაშინ იბადება ლოგიკური კითხვა - ქალს რატომ არ ბეზრდება? სინამდვილეში მდედრობითი სქესისთვისაც მოსაბეზრებელია, თუმცა, აცნობიერებენ რა ღალატისგან გამოწვეულ სტრესსა და ტკივილს, პროცენტულად ნაკლებია მათი მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა. მეორე თემაა რელიგიური არგუმენტირება - ქალის ღალატი ან ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი პირველ რიგში იმიტომ მიაჩნიათ მრუშობად, რომ ეს მათ რელიგიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, თუმცა არც მამაკაცის სქესობრივ კავშირს აღიარებს სხვადასხვა რელიგია ქორწინების გარეშე. ღალატის ერთხელ პატიება ხშირი ღალატის წინაპირობაა - სწორედ ასეა! თუ ქალი ერთხელ აპატიებს მამაკაცს ღალატს, იგი ფიქრობს, რომ განმეორების შემთხვევაშიც არ იქნება ეს ცოდვა უპატიებელი. პატიება - ეს გამოსავალი არ არის, იგი მომავალშიც ხშირად განმეორდება. მაშ რა არის გამოსავალი? - ეს ძალიან რთული საკითხია, რომელიც დიდ პერიოდს მოიცავს. მამაკაცის გონება უნდა გათავისუფლდეს იმ თანდაყოლილი აზრისაგან, რომ ქალი ღალატს აპატიებს, ამაზე კი თავად ქალებმა უნდა იზრუნონ. როგორ? ეს ინდივიდუალურია, მთავარია საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ და გახსოვდეთ: არ აგრძნობინოთ მამაკაცს, რომ მის ღალატს შეეგუებით. ადამიანის მთავარი ღირსება ხომ ერთგულების შენარჩუნებაშია, ძალა კი ცდუნებასთან გამკლავებაში ვლინდება და არა პირიქით!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები