მსოფლიო
რა კავშირი აქვს სკანდალურ ვიდეოს სოჭის ოლიმპიადასა და რუსეთის მთავრობათან?
2013-11-27 15:52:37
ჩამოტვირთვა
ვიდეო, რომელიც მიმართულია ჰომოფობიის წინააღმდეგ, ყველაზე აქტუალურ თემას, სოჭის ოლიმპიადას ეხება და მასში წარმოდგენილია სიყვარულის ამბავი. Youtube-ში ატვირთულ ვიდეოს ახლავს ტექსტი: "რუსეთი აგრესიულ ზომებს იღებს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერების წინააღმდეგ, რასაც კანონიც ახალისებს, რომელიც კრიმინალად მიიჩნევს ყველა იმ ადამიანს, ვინც ღიად აცხადებს, ვინ უყვარს. სულ ცოტა დრო რჩება რუსეთში ოლიმპიადის დაწყებამდე და მალე ყველას ყურადღება ამ ღონისძიებისადმი იქნება მიპყრობილი. ოლიმპიური თამაშები საუკეთესო შანსია ჩვენთვის, რომ დამთავრდეს რუსეთში არსებული საშინელი ანტი-გეი კანონები, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, საჭიროა, უფრო მეტმა ხალხმა გაიგოს, თუ რა ხდება რუსეთში.“
კომენტარები