მსოფლიო
„საქართველოს ბანკმა“ ბიზნესმენებისათვის ახალი ინტერნეტბანკი შექმნა
2013-11-26 13:56:16
ჩამოტვირთვა
საქართველოს ბანკის სათაო ოფისში ახალი ინტერნეტ ბანკის Business Online-ის პრეზენტაცია გაიმართა. იგი ბიზნესმენებისათვის შეიქმნა სხვადასხვა ბიზნეს-ოპერაციების განხორციელებისათვის და გამარტივებულ პროცედურებს მოიცავს. Business Online-ს აქვს უნიკალური ფუნქციები, არის ძალიან სწრაფი და საუკეთესოდ დაცული, რომელიც ზუსტად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. იურიდიულ პირს შესაძლებლობა ექნება დოკუმენტების, ანგარიშების, დეპოზიტების, სესხების ჩამონათვალის, კრედიტის გადახდისა და დაფარვის გრაფიკების ექსპორტირება Excel-ისა ან PDF-ის ფორმატში. ასევე მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად განახორციელოს სამი ტიპის ოპერაცია: ხელფასის გადარიცხვა, ეროვნული ან უცხოური ვალუტის გადარიცხვა და გამარტივებული სახაზინო კოდების ავტომატიზაციაც.
კომენტარები