მსოფლიო
ქარსა და წვიმასთან ერთად სინოპტიკოსები თოვლსაც ვარაუდობენ
2013-11-08 12:15:59
ჩამოტვირთვა
თბილისში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მისი სიჩქარე 17-22 მეტრი წამში იქნება. იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში, დასავლეთ საქართველოში კი კვლავ ძლიერი წვიმა და ქარი შენარჩუნდება. მაღალმთიან რეგიონებში სინოპტიკოსები თოვლსაც ვარაუდობენ. ცივი და ნალექიანი ამინდი თბილისში 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. ჰაერის საშუალო ტემპერატურა აღმოსავლეთში 14, ხოლო დასავლეთში 18 გრადუსი იქნება. 11-დან 16 ნოემბრამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა 26გრადუსს მიაღწევს.
კომენტარები