0 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ოქროს კვეთა - მათემატიკური ფორმულა, რომელიც ყველგან და ყველაფერშია

ჩამოტვირთვა

სამყაროში ყველაფერი კანონზომიერი, ჰარმონიული და ერთნაირად სიმეტრიულია. ის, რასაც ჩვენი თვალი აღიქვამს, თითოეული საგანი, რომელშიც ვპოულობთ ოქროს კვეთას, სრულყოფილია. რა არის ოქროს კვეთა? ეს არის მთელის ჰარმონიული გაყოფა ორ არატოლ ნაწილად, როდესაც პატარა ნაწილი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მთელს, და პირიქით. ოქროს კვეთა გვხვდება მათემატიკაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში, პოეზიაში, მხატვრობაში, მუსიკაში - რომელსაც ჩვენ კულმინაციას ვუწოდებთ. სწორედ კულმინაცია, გადამწყვეტი კვანძია ის მნიშვნელოვანი ნაწილი ქმნილებისა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამა თუ იმ ნაწარმოებსა და ხელოვნების ნიმუშში. ბეთჰოვენი, ჰაიდნი, მოცარტი, შოპენი, შუბერტი - ეს იმ კლასიკოს კომპოზიტორთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა ნაწარმოებშიც ოქროს კვეთის მომენტი მკვეთრად იგრძნობა. ფოტოხელოვნებაში ოქროს კვეთა არის კადრის მთავარ წერტილში მნიშვნელოვანი ელემენტის ჩასმა. სხვადასხვა თანამდეროვე ფირმის ლოგო სწორედ ამ მაგიური ფორმულის მიხედვით არის შექმნილი. აღსანიშნავია ის, რომ ძველი ეგვიპტელები სწორედ ამ ფორმულით აგებდნენ პირამიდებს. პირველად ტერმინი ოქროს კვეთა ლეონარდო და ვინჩიმ შემოიტანა ლექსიკონში და ამ პრინციპით ქმნიდა თავის ნამუშევრებს. ამ მხრივ ყველაზე მეტად გამორჩეულია მისი „მონა ლიზა“ და „საიდუმლო სერობა.“ მონა ლიზა დახატულია ტოლფერდა სამკუთხედის პრინციპით, რომელიც ძალიან აქტუალური იყო რენესანსის პერიოდის ნამუშევრებში. ოქროს კვეთას ვხვდებით ძველ ბერძნულ არქიტექტურაშიც. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყოსანი“ მთლიანად ოქროს კვეთის პრინციპზეა აგებული. და ბოლოს - ადამიანი, მთელი თავისი სხეულის ერთიანი თუ ცალკეული ნაწილებით, ჰარმონიული ვიზუალისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სხეულის ნაწილები ერთმანეთს ოქროს კვეთის პრინციპით უკავშირდება. ხოლო მათემატიკა მთელი თავისი ფორმულებითა და ციფრებით სხვადასხვა კანონზომიერების მარეგულირებელია ამ სამყაროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები